“ეს სიყალბე, რომელსაც თავის მომხრეებს ასე ატენიან და ბნელად აწვდიან… წარმოიდგინეთ, ეს ხომ ოპოზიცია არ არის. როგორი შეურაცხმყოფელი მათი მხრიდან. 800 000-მდე ადამიანმა მათ მხარი დაუჭირა, 800 000-მდე. 2 200 000 ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში და ესე იგი, იმ ადამიანებს არანაირი მისასვლელი არ აქვთ. ესენი არიან, როგორ გითხრათ ახლა, ყველას პრეზიდენტი ვარ. ახლა მე არ შემიძლია, რომ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ვისაუბრო, განვაცხადე კიდევაც, ჩემი პარლამენტში გამოსვლისას, რომ დიახ, მე ყველას პრეზიდენტი ვიქნები იმ ღირებულებების ფონზე რომ სიმართლე დავინახოთ.
რა არის [სიმართლე]? რაზეც გელაპარაკებით, რომ ვართ მოწადინებული, რომ იყოს ერთიანი საქართველო, ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად განვითარებული, ტრადიციების, ოჯახის ღირებულებების დამცველი. ამის თანხვედრა ვისთანაც მექნება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, რა თქმა უნდა მისი პრეზიდენტი ვიქნები, მაგრამ როგორ შეიძლება იმის პრეზიდენტი ვიყო ვინც ამ ყველაფერს უარყოფს და საქართველოს წინააღმდეგ, განადგურებაზე და ამის უარყოფაზე პირდაპირ მიდის.
მისი გზა, ეს ზიზღის გზა, რომელიც, ამაზეც შეგვიძლია შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი, რასთან არის დაკავშირებული ეს ზიზღი? რატომ უნდა ეზიზღებოდეს. ის ფონი რომელიც მუდმივად მუსირებდა – “რუსული, რუსული, რუსული” და ვერაფრით გაამყარეს, რატომ არის ეს მიზანმიმართული და ეს ხალხი, რომელიც უკვე ზოგიერთი დააჯერეს, ზოგიერთი სკოლის მოსწავლეა და შეცდომაში შეიყვანეს. ზოგი ახლა გისოსებს მიღმაა ის ახალგაზრდა, რომელიც ზოგიერთი მოტყუებულია ხომ? აი ამ ორომტრიალში არიან და ვერ გამოდიან ამ სივრციდან” – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა იმედი LIVE-ის ეთერში