მიხეილ ყაველაშვილი – ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა – კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ

ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა. კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, სადაც პარლამენტს მოხსენებით მიმართავს.
ყაველაშვილის განცხადებით, საფრთხე მანამდე იქნება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება და „საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები არ დასუსტდებიან“.
„საფრთხე კვალავ მაღალი იქნება, სანამ ჩემი აზრით, უკრაინაში ომი არ დასრულდება და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები, გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

თაზო დათუნაშვილი – დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?