– ,,ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

მიხეილ ყაველაშვილი ,,ქართული ოცნების” მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატია. კანდიდატი პარტიის ცენტრალურ ოფისში ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. კანდიდატის შერჩევამდე პარტიის ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები გაიმართა. საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
პრეზიდენტის 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ