მიხეილ ყაველაშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტი, სადავო არაა და ყველაფერი ნათელია – არავის აქვს უფლება, საზოგადოების უმრავლესობის სახელით ესაუბროს უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ხალხის ძალის“ დეპუტატის, ს განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, სადავო არაა და „ყველაფერი ნათელია“.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის განხილვის საშუალება არსებობდა და მასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა არგუმენტებს ელოდებოდა.
„კანონპროექტი არ არის სადავო. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს უმრავლესობის მიერ არჩეულ მმართველ ძალას პარლამენტში. სამივე მოსმენით გვქონდა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის გაგვეცნო ის მიზეზები, რატომ ვიღებთ ამ კანონს, მგონი, ყველაფერი ნათელია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, სამართლიანი ქვეყანა. ამ ქვეყანაში კანონს იღებენ პარლამენტის წევრები. არავის აქვს უფლება, საზოგადოების უმრავლესობის სახელით ესაუბროს უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტს. მარტივ წესებზე მაქვს საუბარი, გვქონდა ამ კანონის გარჩევის საშუალება, ველოდებოდით არგუმენტებს. ჩვენ დღესაც ღია ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა