მიხეილ ყაველაშვილი – სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ – გზავნილი იყო ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ, ბოდიში მოვიხადოთ

სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და სგან, რომ ჩვენ მზად ვართ, ბოდიში მოვიხადოთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვითა გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, ის მკაფიო მხარდაჭერას აფიქსირებს ყველა იმ გზავნილის მიმართ, რომელი „ქართული ოცების“საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში გააჟღერა. ამასთან, ყაველაშვილის თქმით, ის საზოგადოებას ახსენებს მათსავე შემდეგ ოთხ დაპირებას:
„ნაცების“ დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება; ოჯახური ღირებულებების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან; ტერიტორიების გამთლიანების მშვიდობიანი პროცესი და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის კონსტიტუციური გამყარება. მესამე დაპირება, რომელსაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ გორში გაჟღერდა იმიტომ, რომ კონფლიქტის შემდეგ ის ჩვენი გაყინული ურთიერთობები, რომ გალღვეს, აუცილებელია ეს ურთიერთობები შეიქმნას და დაიწყოს. სწორედ ეს გზავნილი იყო, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან დაახლოება. სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ, ბოდიში მოვიხადოთ, ერთმანეთს მივუტევოთ და ერთიან სივრცეში გავაგრძელოთ თბილი და მეგობრული ცხოვრება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი მოსაზრებით, ქვეყნისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღნიშნულ სამ დაპირებასთან ერთად. ამასთან, ყაველაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი განამტკიცონ.
„ამ აგენტოკრატიის და „მე-5 კოლონის“ წარმომადგენლებმა ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით ატეხეს კრიახი. მივმართავ საზოგადოებას, ჩემო ძვირფასებო, „ნაცი“ და ბოდიში სადმე გსმენიათ? ამ დანაშაულებრივმა რეჟიმმა, უსამშობლო და უჯიშო ადამიანებმა ჩაიდინეს გირგვილინი, რობაქიძე, გამცემლიძე და აღარ მოვყვები იმ ადამიანების გვარებს, რომლებიც სიცოცხლეს გამოასალმეს, პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ ადამიანებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან,როგორც მანა აღნიშნა, ღირსება და „ნაციონალური მოძრაობა“ერთმანეთისგან შორს არის.
„ღირსეული ადამიანის საქციელია, ვინც აღიარებს დანაშაულს და შეცდომას. ეს მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ. ღირსება და „ნაცები“ რომ შორს არიან, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია“, – აღნიშნა მან.
ამასთან, მისი თქმით, ივანიშვილის მიერ გაკეთებული გზავნილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ნინო წილოსანმაც ისაუბრა, ერთ მხარეს დგას პატრიარქი, ერეკლე მეორე, ბიძინა ივანიშვილი, რობიკო სტურუა, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური და ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია, ვინც ამ „ნაცხროვამ“, ამ უსამშობლო და უჯიშო ადამიანებმა, ლიბერალ-ფაშისტებმა არაერთხელ შეურაცხყვეს, აგინეს, რა სიტყვებით არ მოიხსენიებდნენ ამ ხალხს და ვინ არიან ამათ საპირწონე, შარვალჩახდილი „გირჩი-ჯაფარიძე“, ხატია დეკანოიძე, რომელიც უცხო ტელევიზიაში გამოდიოდა და „შავ ხვრელებს“აბრალებდა საკუთარ სამშობლოს, კანდელაკი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არ მიეცათ ვიზალიბერალიზაცია, ახლა ჩასული ეს გიგაური და არასამთავრობოები, რომლებიც ასე ამუნათებენ საკუთარ ქვეყანას. ჩემო ძვირფასებო, არჩევანი მარტივია, ამიტომ არის მოწოდება „ქუდზე კაცი“ [გამოვიდეს] და განმატკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას.
„დღეს, დავინახეთ, რომ გარე დაკვეთების შემსრულებელი, ეს მთელი აგენტოკრატია, ჯაშუშების ბანდა,რომელსაც სათავეში ჩაუყენეს მთავარი ჯაშუში , აპირებენ სახელმწიფო გადატრიალებას. მივმართავ საზოგადოებას, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ არის აუცილებელი, რომ ფხიზლად ვიყოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ