მიხეილ ყაველაშვილი – სურთ თუ არა საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს

ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის ს შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა.
მან დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„8 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობამ დიდი პოლიტიკური გამოცდილება შემძინა. ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ. მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების 4 წელი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, ს თქმით, 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა.
„სურთ თუ არა საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს. სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რას იცავს და რას ნიშნავს მისთვის საქართველო. ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება; ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა, უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობასა და თვითმყოფადობას. სურთ თუ არა ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის.
„საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეუპოვრობასა და უსამართლობასთან ბრძოლას; უფლის, სამშობლოსა და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყი ერი სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა, მაშინ როდესაც, საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი იმპერია დაინგრა და განადგურდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და საბოლოოდ როგორი საქართველო ავაშენოთ. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცედ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან, დიდ ოჯახს რომელსაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა.
„ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან. ჩვენი ქვეყანა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ში ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ გახდა უსამართლო თავდასხმის სამიზნე. ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა, კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ დესტაბილიზაციისთვის. საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.