ს პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, ს პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ყაველაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.
„როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.
სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის