მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.
ყაველაშვილმა თურქ კოლეგას სხვადასხვა ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსურს პირადად გადაგიხადოთ მადლობა თქვენი პერსონალური წვლილისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ფორმატებში. ამასთან, ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა ს მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.