მიხეილ ყაველაშვილი – სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე განსაკუთრებით გვაახლოებს აფხაზ და ოს და-ძმებთან

მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ, აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
„თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებთან. ეს არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ, ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო