მიხეილ ყაველაშვილი – რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა – კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოვიწვიე

მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრა გამართა.
როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.
ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.
„მის უწმინდესობას კიდევ ერთხელ მივულოცე კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები – ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
რომის პაპს ასევე მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.
შეხვედრის დასასრულს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოვიწვიე“, – წერს ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას