მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტის სასახლეში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დავაჯილდოვე

საქართველოს პრეზიდენტი, :
დღეს პრეზიდენტის სასახლეში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დავაჯილდოვე.
მათ უმნიშვნელოვანესი მიღწევა მივულოცე და თითოეულს ეროვნული საქმის კეთებისათვის მადლობა გადავუხადე.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით სპექტაკლ „ექვთიმეს“ განხორციელებისთვის: ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა კაპანაძე, ლომგულ მურუსიძე. ასევე ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებელი რამინ მიქაბერიძე სიმღერებისთვის: „ჩვენ მშვიდობა“, „ლატარია,“ „მე რუსთაველი,“ „მივალ გურიაში“ და ირანული ეპოსის ფირდოუსის პოემა „შაჰნამე“-ს თარგმნისთვის ბელა შალვაშვილი დავაჯილდოვე.
საქართველოს ეროვნული პრემიით კი აკადემიკოსები ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე ნაშრომთა ციკლისათვის – „კვანტური ფაზური გადასვლები დაბალგანზომილებიან ძლიერ კორელირებულ და ფრუსტრირებულ სისტემებში“ დავაჯილდოვე.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს