მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტზე – ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, როცა ოპოზიციას იბარებ და პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე ელაპარაკები – ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი

რასაც აკეთებს, ორხელისუფლებიანობის პირდაპირი მანიშნებელია – ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, როცა ოპოზიციას იბარებ და პრემიერ – მინისტრის დანიშვნაზე ელაპარაკები! პირდაპირ ვამბობ, ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი! , – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილი იმასაც ამბობს, რომ “ზურაბიშვილმა საკუთარი ქმედებებით იმ ადამიანებს ჩააფურხა სულში”, ვინც მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა და პრეზიდენტად აირჩია.
“წელიწადნახავის წინ დავიწყე სალომე ზურაბიშვილის მხილება, რომ ოპოზიციის ლიდერი ის გახდებოდა და ოპოზიცია მის ქვეშ გაერთიანდებოდა. ზურაბიშვილი 100 პროცენტით დავალების შემსრულებელია. მათი პატრონებიდან ჟონავს ინფორმაცია, თუ როგორ ავალებენ პროცესებს, რაც იგეგმება.
კონსტიტუციით ის ზეპარტიული პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო – მიპასუხეთ, არღვევს თუ არა ის კონსტიტუციას?! მისი ეს ქმედებები ზეპარტიულობაა?!
თუ ის განაწყენებულია და ხედავს, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა, გადამდგარიყო და ოპოზიციას ჩასდგომოდა სათავეში! რატომ მისცა თავს უფლება, რომ კონსტიტუცია დაერღვია და ამდენი ადამიანი მოეტუებინა?!
პირდაპირ ვამბობ, ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი! მას დაწყებული აქვს იმ დავალების შესრულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – რასაც ის ახორციელებს, არის სახელმწიფო გადატრიალების და ორხელისუფლებიანობის დამყარების მცდელობა.
მთავრობის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით წასვლა და სხვადასხვა ლიდერებთან შეხედრაც ამ გეგმის ნაწილია”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ