პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი, თებერვლის პირველ სამშაბათს – 3 თებერვალს უნდა ჩატარდეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, მომავალ კვირას დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის უცხოეთში ვიზიტი. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოხსენებას მთავრობა ესწრებოდეს, თარიღი დაკორექტირდა და გადაწყდა, რომ მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტი 17 თებერვალს მოუსმენს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)