მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე – მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა – ისინი იმართებიან გარე ძალებით და სწორედ ამ ძალების დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება

“ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა,-ასე ეხმაურება პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფების პროცესს.
მისი თქმით,ორც მან განმარტა, რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებით იმართება, სწორედ ამ ძალების დაკვეთით მოხდა გადაჯგუფება და თითქოს ახალი ოპოზიციური ძალების ჩამოყალიბება.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთიან ძალას – „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს“.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე. ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა. ისინი იმართებიან გარე დაკვეთებით. სწორედ ამ დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება და თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა. უცხო ძალების კარნახით ხდება ყველაფერი. ეს გადაჯგუფებები მხოლოდ და მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს და აქ პირდაპირი არჩევანი აქვს საქართველოს მოსახლეობას გასაკეთებელი. ვხედავთ, რომ ეს ძალები შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, ყველა ნაცმოძრაობის ყოფილი წევრია და ერთიან ძალას წარმოადგენენ – კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მეხუთე კოლონას,“- აღნიშნა ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”