მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე – ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ – მეხუთე კოლონა გახარიას დამატებით

ეს ძალები არ არიან პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ „მეხუთე კოლონა“, რომლებიც პირდაპირ იმართებიან გარე დაკვეთებით, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, სწორედ გარე დაკვეთების მიერ მოხდა მათი სხვადასხვა თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა და გადაჯგუფება.
„ეს ძალები არ არიან პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ “მეხუთე კოლონა”, რომლებიც პირდაპირ იმართებიან გარე დაკვეთებით. სწორედ გარე დაკვეთების მიერ მოხდა მათი სხვადასხვა თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა, გადაჯგუფება. მათი კარნახით ხდება ყველაფერი.
ხომ დავინახეთ, რომ ეს ძალები თითქოს შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას? ყველა “ნაციონალურ მოძრაობაში” ნამყოფი ადამიანია ან მასთან გარიგებაში მყოფი ძალები. ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა – “მეხუთე კოლონა გახარიას დამატებით”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ