მიხეილ ყაველაშვილი – მართლმადიდებლობამ, ქართველი კაცის ჰუმანური ბუნების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი და სწორედ ქრისტიანული რელიგია გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ქართველი ერის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანი საბოლოოდ განაპირობა

ჩვენი ერის საბოლოოდ ჩამოყალიბებასა და შეკავშირებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქრისტიანულმა მრწამსმა. მართლმადიდებლობა და ქართველობა დროთა განმავლობაში ერთმანეთისგან განუყოფელ, ერთ მთლიან ცნებად იქცა! ყოველთვის, როდესაც სამშობლოს იცავდა, ქართველმა კაცმა იცოდა, რომ ის იცავდა საკუთარ ოჯახსა და სარწმუნოებას, – განაცხადა საარჩევნო კოლგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მართლმადიდებლობამ, ქართველი კაცის ჰუმანური ბუნების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი და სწორედ ქრისტიანული რელიგია გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ქართველი ერის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანი საბოლოოდ განაპირობა.
„სამ საუნჯეს უნდა მოვუფრთხილდეთ განსაკუთრებით, ისე როგორც ეს დიდმა ილიამ დაგვიბარა – თუ მამულს, ენასა და სარწმუნოებას არ ვუპატრონეთ, ვერც კაცები ვიქნებით და ვერც მომავალ თაობას გავცემთ პასუხს! რომ არა ამ ღირებულებების ერთგულება, რომ არა საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული, ქართველი ერი ვერ შეძლებდა ამდენი განსაცდელის გამოვლას და გადარჩენას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს