კრიტიკულ მედიას: ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით

მიხეილ ყაველაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტისგან აღიარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში “განდევნით” იმუქრება.

“ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით” – უთხრა დღეს თელავში ჩასულმა “ოცნების” მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა “პირველების” ჟურნალისტს.

ყაველაშვილმა კრიტიკული მედიის წარმომადგენელს დრეს აქეთ უწოდა არალეგიტიმური.

ვინ არის ? თქვენ სად ხართ და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სად არის? თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება. როდესაც თქვენ არჩეულ პრეზიდენტს ეძახით არალეგიტიმურს, თავად ხართ არალეგიტიმური. 

თქვენ იცით რატომ ან კანდიდატის სტატუსი როცა მოლოდვას და უკრაიანს მისცეს? ამაზე პასუხი გაქვთ? თქვენ აქ როგორც იქცევით, ამათსაც არ სცემთ პატივს. თქვენ ან მოგიწევთ ამ ხელისუფლების აღიარება, ან ნელნელა განიდევნებით, გაიწევით გვერდზე. აღრეულია თქვენი დამოკიდებულება. ვის ესაუბრებით ახლა თქვენ? თქვენ ხომ აბსურდში ხართ. საზოგადოებას მინდა თქვენი აბსურდის მნიშვნელობა დავუმტკიცო. თქვენ არ აღირებთ პრეზიდენტს, ამ დროს კითხვას უსვამთ და პასუხს სთხოვთ, აბსურდში იმყოფებით, აზრი არ აქვს თქვენთან საუბარს”, – უთხრა ყაველაშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტს. 

წყარო

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ