მიხეილ ყაველაშვილი: კონგრესმენების მხრიდან ვიხილეთ რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი, ასევე ვიხილეთ „ქართველი“ სერგო ორჯონიკიძეები

რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი,  სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება -ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას.

მისი განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების გარდა, ვიხილეთ მოღალატე და უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

„რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი.

ასევე ვიხილეთ „ქართველი“ სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატე, უსამშობლო, უსახო, უსახელო და უგვარო მტრები, რომლებიც კონგრესმენებს ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ!

არჩევნების შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ქართველი ხალხი!“ – წერს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც