მიხეილ ყაველაშვილი კმაყოფილია საქართველოს შესახებ მარკო რუბიოს „დიპლომატიური პასუხით“

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული კმაყოფილია საქართველოს შესახებ კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პასუხით.
ყაველაშვილმა უილსონის კითხვას, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ანტიამერიკულ მთავრობად“ იყო მოხსენიებული, სპეკულაციური ინფორმაცია უწოდა.
„პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის…“ – ასე შეაფასა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყაველაშვილმა უილსონის კითხვაზე რუბიოს პასუხი.
ყაველაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ტრამპის ადმინისტრაციაში გაგზავნილ წერილებზე, რომელიც უპასუხოდ არის დატოვებული.
„ჩვენ ნამდვილად მივეცით დრო ახალ ადმინისტრაციას – ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებულიყო კიდეც რეაქცია. მაგრამ მთავარი რა არის? მთავარია ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მზადყოფნა. ჩვენ მზად ვართ…“ – უპასუხა ჟურნალისტს პოლიტიკოსმა.
გუშინ, 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, – აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მას საქართველოს შესახებ კითხვა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის ძლიერი პოზიციისთვის ანტიამერიკულად განწყობილი “ქართული ოცნების” რეჟიმის მიმართ საქართველოს რესპუბლიკაში. მათ გააყალბეს საქართველოში 26 ოქტომბერს. მათ დანაშაულად აქციეს ამერიკასთან ასოცირება. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, გაყიდეს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე. მათ არაერთხელ შეურაცხყვეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდ მადლობას ვუხდი “რონდელის ფონდის” მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც მოწმობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლს საქართველოში, და მსურს, ეს დოკუმენტი შევიდეს ოფიციალურ ჩანაწერში. გარდა ამისა, უკვე 200 დღეა, რაც თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ამერიკული დროშებითა და პრეზიდენტის (ტრამპის) პლაკატებით. თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში, რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო დეპარტამენტი, რათა დააკისროს რეალური საზღაური ანტიამერიკულ “ქართულ ოცნებას”, ქართველი ხალხის სახელით? – იკითხა კონგრესმენმა.
უილსონს რუბიომ ასე უპასუხა:
„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, – [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ შევხედავთ ამ საკითხს და ვიტყვით: „არის ჩვენ ეროვნულ ინტერესში ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა დავაკისროთ საზღაური ამ მთავრობას.
ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.
კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას – ანტიამერიკულ მთავრობას – რეაგირება“.
კონგრესმენ უილსონის შეკითხვაზე სახელმწიფო მდივნის განცხადება რუბიოს პირველი საჯარო პასუხია საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
იქამდე, აპრილის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა globalnews.ge-ს ჟურნალისტის მიერ 28 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგების ოთახში დასმულ კითხვაზე წერილობითი პასუხი გასცა. „რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა [ჯეი დი] ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“.
ფორუმი