მიხეილ ყაველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.
„პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში.
ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება