: თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ჩემს მეუღლეს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლემ, ემინე ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი :
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ჩემს მეუღლეს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლემ, ემინე ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონმა ემინე ერდოღანის ინიციატივას სახელწოდებით „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ მოაწერა ხელი. აღნიშნული დეკლარაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მინიმიზაციისა დაგადამუშავების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული დეკლარაცია წლების მანძილზე გლობალურ პროექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელს 112 ქვეყნის 15900 წარმომადგენელი აწერს. თამარ ბაგრატიონის ხელმოწერის შემდეგ, აღნიშნულ მნიშნელოვან პროექტს საქართველოც შეუერთდა.
შეხვედრის დასასრულს, ემინე ერდოღანმა თამარ ბაგრტიონს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს