მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას, საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს

სამწუხაროდ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეების ინფორმირება ცუდად ხდება. მე ვიცი ჩემი შვეიცარიული გამოცდილებით, რომ მოქალაქეს ალტერნატიული აზრი ესაჭიროება, რათა მხოლოდ ერთ წყაროს არ დაეყრდნოს. ეს წარმოადგენს ევროპულ ღირებულებას, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების იზოლირების მცდელობას.
როგორც ყაველაშვილი აცხადებს, საპარლამენტო ს შედეგები მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაკვირი არ ყოფილა, მისი წინამორბედის, ს განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ გაყალბდა, მსოფლიო მედიამ აიტაცა, პრეზიდენტისგან დეზინფორმაციის გავრცელება კი დაუშვებელია.
„ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს.
მე უკვე მეცხრედ ვმონაწილეობ არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, ეს არჩევნები იყო ალბათ, საუკეთესო. შედეგები არ გაჰკვირვებია მოსახლეობის უმრავლესობას. ჩემი წინამორბედი ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ეს აიტაცა მსოფლიო მედიამ. ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტისგან. საერთაშორისო მედია ინტერვიუებს იღებდა ჩემი წინამორბედისგან და ავრცელებდნენ მხოლოდ მის მოსაზრებებს, არავის უცდია ხელისუფლების პოზიციების გაგება. ევროპელებისთვის ეს ისმოდა, როგორც სარწმუნო, ეს ხომ ევროპელ მოქალაქეების შეურაცხყოფაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – ის ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს, დეკლარაციებში კი უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს

დიმიტრი ხუნდაძე – მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი თანაგუნდელს, თანამებრძოლს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება – კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები