მიხეილ ყაველაშვილი – ვისაც უსამშობლოებს ეძახის მმართველი პარტია, დირექტივებით იმართებიან – ჩართულები არიან იმაში, რომ არაფრის დიდებით არ მოხდეს დაახლოება და ჯანსაღი პროცესების განვითარება აშშ-თან – ჩვენ მყარად ვართ, არავის ვეკიდებით კალთაზე

თითქოს თავისუფლების და ღირსების საკითხს აყენებენ პირველ ადგილზე და დირექტივებით იმართება ეს ხალხი – ეს ადამიანები ჩართულები არიან რომ არაფრის დიდებით არ მოხდეს დაახლოება და რომ ჯანსაღი პროცესები განვითარდეს ჩვენსა და -ს შორის. ჩვენ ძალიან მყარად ვართ, არავის ვეკიდებით კალთაზე,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც მმართველი პარტია „უსამშობლოებს“ ახსენებს, საუბარია მათზე, ვინც პირდაპირი დირექტივებით იმართება.
„მე ძალიან გული მტკივა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ამ სიცრუეში არიან ჩართული. პირდაპირ ჩანს აქ ქვეყნები, ვინ როგორ მოქმედებს. თქვენ ნახეთ, ხომ ესკალატორიც კი გაუჩერეს ამერიკის პრეზიდენტს, ტელესუფლიორიც კი გაუთიშეს.
როდესაც ამერიკის პრეზიდენტს ასე ეპყრობიან, არ უნდა გვიკვირდეს… ვისაც უსამშობლოებს ეძახის მმართველი პარტია, სწორედ მათზეა საუბარი, რომ პირდაპირი დირექტივებით იმართებიან. თითქოს თავისუფლების და ღირსების საკითხს აყენებენ პირველ ადგილზე და დირექტივებით იმართება ეს ხალხი.
ეს ადამიანები არიან ჩართული იმისთვის, რომ არაფრისდიდებით არ მოხდეს დაახლოება და რომ ჯანსაღი პროცესები განვითარდეს ჩვენსა და აშშ-ს შორის. ჩვენ ძალიან მყარად ვართ, არავის ვეკიდებით კალთაზე. გავიმეორებ და მყარად იყოს ჩვენი საზოგადოება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.