მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში

როგორც ქართველს, გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ. ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები გამოკეტილი ციხეში, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი. ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული, იმდენად ჰყავთ იზოლირებული , – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, „ევრობიუროკრატიის დაკვეთაა, გზავნილები გააკეთონ, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ადამიანის უფლებები ირღვევა“.
„ეს ორმაგი სტანდარტი, ეს უსამართლო ქცევები მათი მხრიდან, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებები არა მარტო ხელისუფლებას გვეხება, არამედ მთელმა საქართველომ დაინახა ნათელი სურათი, თუ როგორ მოქმედებენ ეს ადამიანები. ახლა გავიგეთ, რომ თურმე უკრაინის ნატო-ში მიღება არასდროს იგეგმებოდა, არა და პირველი მიზეზი ეს იყო იმისა, ეს ომი რატომ მოხდა.
წარმოიდგინეთ, ამ დამოკიდებულებებით ჩვენ რომ ასე არ გვებრძოლა და ჩვენი საზოგადოება რომ ინფორმირებული არ ყოფილიყო, მივიღებდით არანაკლებ შედეგს, რაც შია. ეს განსხვავებაა, რომ ჩვენ მოვამზადეთ საზოგადოება იმიტომ, რომ მართლები ვართ და აუცილებელი იყო, რომ ის ინფორმაცია, რასაც მე ვფლობ, ფლობდეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა. ამიტომაც არის უმნიშვნელო მათი შეფასებები, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, იმასაც კი ვახერხებთ ჩვენ, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ დავარქვათ ევროპის გადაწყვეტილებები და ჩვენ ვმიჯნავთ ამ ევრობიუროკრატიას, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში არ აქვთ უკვე მხარდაჭერა.
ჩვენ ვიცით უფრო მეტი, ჩვენ ვგრძნობთ ამ ყველაფერს და ჩვენ გვეიმედება, რომ ევროპის ქვეყნები დაიბრუნებენ თავიანთ ღირსებას, რომ ასეთ დღეში ევროპა არ უნდა ჩავარდეს, რა კრიზისიც დღეს არის ევროპაში.
დაკვეთა არის, რომ ის გზავნილები, რასაც ევრობიუროკრატია აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა და აქ ირღვევა ვიღაცის უფლებები, პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან და ამ ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ ამ მილევად, თითქოს რადიკალურ ფრთას. აღარაფერი აღარ შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან. ერთადერთი, კიდევ აღვნიშნავ, როგორც ქართველს, გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ. ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები გამოკეტილი ციხეში, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი. ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული, იმდენად ჰყავთ იზოლირებული, რომ ერთმა მათგანმა რომ გაბედოს და გაიაზროს, შეხედეთ, რას იძახის ევრობიუროკრატია, ეს ყველაფერი რომ გიაზრონ იმ ახალგაზრდებმა. ეს ხომ იმისთვის არის საჭირო, რომ რაზეც მე ვისაუბრე, სულ ყველაფერი პირიქით იყო მათ მიერ აღქმული. როგორ შეიძლება. 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა, ეს ყველაფერი გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები? გაბრაზებული ხარ, რომ პოლიციის მიმართ ძალადობა და აგრესიულობა გამოიჩინე, ამაზე გიპასუხეს და ამის გამო უნდა იყო მოტივირებული, რომ დაანგრიო ქვეყანა და გადააყენო ხელისუფლება?“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.