მიხეილ ყაველაშვილი – დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომელია, რადგან 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა! – თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება

თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რითაც 9 აპრილის მოვლენებიდან 36 წლის გასვლას ეხმაურება.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობა განუზომელია, რადგან 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა!
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია – ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.
სამ ათწლეულზე მეტი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უდიდესი გულისტკივილითა და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს.
ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია – 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა!
უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას.
ამ ადამიანების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება, როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის!
თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა!
დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის!” – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება