„ჩვენი – „ხალხის ძალის“ როლი რას წარმოადგენდა ამ ვითარებაში, ამას ისტორია შეაფასებს. როდესაც ასეთი კულუარული ინფორმაცია არსებობდა, შეუძლებელი იყო მოთმენა. კიდევ კარგი, დავგეგმეთ ასე, როგორც დაიგეგმება და ამან მოიტანა შედეგი“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება იმიტომ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რას სჩადიოდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რაც აკეთებენ დღეს ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით.
„ჩვენი – „ხალხის ძალის“ როლი, რას წარმოადგენდა ამ ვითარებაში, ამას ისტორია შეაფასებს. როდესაც ასეთი კულუარული ინფორმაცია არსებობდა, შეუძლებელი იყო მოთმენა. კიდევ კარგი დავგეგმეთ ასე, როგორც დაიგეგმება და ამან მოიტანა შედეგი. შედეგი არის მთავარი. გეგმაზე, როდესაც ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ვცდები. ჩვენ ხომ გვინდა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება მოხდეს. მინდა ეს ხაზი განვავრცო, რატომ არის აუცილებელი ამის მშვიდ ვითარებაში გაკეთება. არჩევნები რომ ჩატარდება, ჩამოყალიბდება მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. მაშინ უნდა მოხდეს, მშვიდ გონებაზე ამ ყველაფრის გაანალიზება და „ნაცმოძრაობის“ გასამართლება. ამას რატომ ვიძახი? გვახსოვს, როგორ კვებავდნენ საზოგადოებას, სიძულვილის ენით, დაპირისპირების სურვილით. ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების სწორად ინფორმირება“, – განაცხადა ყაველაშვილმა