მიხეილ ყაველაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციები, “მეხუთე კოლონა” რადიკალური ოპოზიცია და საელჩოები პირდაპირ გადაბმული არიან – საელჩოები პირდაპირ საარჩევნო კამპანიას ატარებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, “მეხუთე კოლონა” რადიკალური ოპოზიცია და საელჩოები პირდაპირ გადაბმული არიან – სამწუხაროა, რომ საელჩოები პირდაპირ საარჩევნო კამპანიას ატარებენ! , – ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.
ამავე კონტექსტში ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, ელჩების ქვეყნის შიდა საქმეებში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევა მიუღებელი უნდა იყოს.
“პაველ ჰერაჩინკის გამონათქვამები “ქართული ოცნების” ბილბორდების თაობაზე საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. ასევე, ვიხილეთ -ს საელჩოს “ქარდები” და ელჩის გამონათქვამები. “ხალხის ძალა” საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და თავად ელჩები ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში.
მთელი ეს პროცესი მარტივი გასაშიფრია. ფუნდამენტურია, რომ სუვერენულ ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს, ნებისმიერი საელჩო ნეიტრალური უნდა იყოს. ჩვენ რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევენ და ასე პირდაპირ ერევიან!
მარტივი ჭეშმარიტებაა, თავი უნდა შეიკავონ და საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა, მათთვის სასარგებლო ხელისუფლება აირჩიონ. როცა ყველაფერი იყიდება ისე, რომ ჩამორჩენილი ქვეყანა ხარ, არაფერი გეკითხება, აწყობ შანტაჟს და სპეკუციებს, ეს წარმოუდგენელია და არავის ეპატიება! ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ!”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან – სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი