მიხეილ ყაველაშვილი: არავის არ უხარია, გვეტყობა კიდევაც, ადამიანები ვართ ჩვენ ჯერ და მერე ხელისუფალი. დამნაშავეში ვეძებთ ადამიანებს

არავის არ უხარია, გვეტყობა კიდევაც, ადამიანები ვართ ჩვენ ჯერ და მერე ხელისუფალი. არავის არ გვიხარია. ეს წინა ხელისუფლება იყო, რომელიც აღტყინებით იყო ვინმეს დაჭერით და პატიოსან ადამიანებში ეძებდა დამნაშავეს. ჩვენ დამნაშავეში ვეძებთ ადამიანებს და არავის არ გვაქვს ეგ განცდა, რომ ვინმე უნდა დაიჭირო და ამით გვიხაროდეს, მაგრამ ეს სიმკაცრე აუცილებელია.

როდესაც მიდიხარ  ასეთ ძალადობაზე, ს დროს, 28 ნოემბერსაც, თითქოს გაგიჟდნენ და გადაირივნენ, როგორ თქვა ირაკლი მ, რომ აჩერებს მოლაპარაკების პროცესს და ა.შ. ერთი კითხვა არ გებადება ამ ადამიანებს, რომ მიუბრუნდე შენ პატრონს, იმ ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენ გვითხრა, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ მზად არის მოლაპარაკების დასაწყებად, მზად არის, რომ დაჯდეს ნებისმიერ დროს და დაიწყოს თქვენთან ლაპარაკი, რატომა რ იყენებთ ამ პროცესს, მოდი ჩვენ ვიქნებით შუამავალი და მოვთხოვოთ, ჩვენ მოვთხოვთ, აბა უარს გეტყვით თუ არა, მაგრამ ვერ ბედავენ, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც