მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, იაგუბ იუბოვი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო