მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის შეწყალების თაობაზე მისი შეთავაზება ძალაშია

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის შეწყალების თაობაზე მისი შეთავაზება ძალაშია.
როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია არ არსებობს და „ისინი დაკავებული არიან მავნებლობით“.
„როცა ვსაუბრობ ინსტიტუციებზე, ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, სულ ახლახან მქონდა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის ჩემი ხედვები გამეცნო. რასთან გვაქვს საქმე, როცა გვჭირდება ალტერნატიული, ჯანსაღი აზრი, ეს უნდა მოდიოდეს ოპოზიციისგან. ოპოზიციის საქმიანობა იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ უკეთესი შესთავაზოს, ვიდრე ხელისუფალს აქვს, უკეთესად წარმოჩინდეს მოქალაქეებთან, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ ხელისუფლებაში. უნდა დააჯერონ მოქალაქეებს, რომ მათ უკეთ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ხომ ოპოზიცია არ გვყავს, დაკავებული არიან მავნებლობით. ამ შემთხვევაში, მე გამოვიყენე სწორედ სახელმწიფოებრივი ხედვა. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. მთელმა საქართველომ იცის, რომ მიზანმიმართულად გააკეთეს, დაარღვიეს კანონი და სახელმწიფო ამ შემთხვევაში, განსხვავებული ვერ იქნებოდა. დამნაშავეს დასჯა სჭირდება და ისინი გისოსებს მიღმა მოხვდნენ, მაგრამ კეთილი ნებაა ეს. კიდევ ერთხელ, კეთილი ნებაა ეს. პოლიტიკური აქტია თავისთავად, რომ დაანახონ შემდეგი შანსი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არწმუნებენ, რომ ისინი უკეთესები არიან, სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის შესაძლებლობა, თუ გამოიყენებენ, ეს არის და ეს. ჩემგან ეს შეთავაზება ძალაშია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ