ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო ცნობიერების კამპანიებს გეგმავს, მათ შორის: მარილის გამოყენების შემცირებასა და ბავშვთა ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.
„გატარდება ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები. მათ შორის, იმუნიზაციის პროგრამა უფრო მდგრადი რომ გახდეს. არანაკლებად მნიშვნელოვანია ისეთი ცნობიერების კამპანიები, როგორიცაა მაგალითად: მარილის გამოყენების შემცირება, რომელიც ჰიპერტენზიისთვის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია და ა.შ. მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ბავშვთა ჭარბწონიანობის პრობლემას მოხსნის და ა.შ. უზარმაზარი რაოდენობაა ასეთი პრობლემების“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.