მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში დაგეგმილი ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში დაგეგმილი ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ღირებული და პრიორიტეტულია ევროინტეგრაცია.
როგორც მ აღნიშნა, ასეთი ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ-ევროპული ურთიერთობების ფონზე.
„ღირებულია ის გარემოება, რომ პირველ ვიზიტად არჩეულია სწორედ ბრიუსელი. ე.წ. ევროპის დედაქალაქი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ღირებული და პრიორიტეტულია ის მიმართულება, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, რაც განმტკიცებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში, რომლის ავტორიც გახლავთ სწორედ . რაც შეეხება შეხვედრას, საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც განსაკუთრებული ინტენსივობა აქვს შეძენილი ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს. ვფიქრობთ, ეს ვიზიტიც გამოყენებული იქნება კარგ შესაძლებლობად საიმისოდ, რომ უფრო მეტად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად არსებობს მზადყოფნა საიმისოდ, რომ ქვეყანას საბოლოდ გაეხსნას კარი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად“,-განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით, 20-21 თებერვალს, ბრიუსელს ეწვევა.