– ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა

ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, DRG სისტემა ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ჯანდაცვის სექტორში, რომელიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.
„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება, პრაქტიკამ, ამ დრომდეც აჩვენა და მომავალშიც, აუცილებლად აჩვენებს. მისივე თქმით, თითოეულ ასეთ პრობლემაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული.
დაფინანსების სათანადო მექანიზმები დაინერგება, ასევე, ინოვაციური მეთოდების განსხვავებული წესით დაფინანსებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი