: ჩემთვის პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის

მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის
დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელსაც უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ იმ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელსაც უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
Next: : მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია