– ფუფალას ქოლგის მსგავსი სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას სთავაზობს – ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ

ფუფალას ქოლგის მსგავსი სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას სთავაზობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია იმ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეცდომა იქნება.
„გახსოვთ ყველას ფილმის შთამბეჭდავი სცენა, სადაც ფუფალას უკავია ქოლგა. ის ქოლგა რა მდგომარეობაშიც იმყოფება, დაახლოებით, ამავე სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც სთავაზობს ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას. მე მგონია, ხვდებიან, რომ ოპოზიციაში ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვერ წყვეტენ უბრალოდ იმ დილემებს, რომლის წინაშეც არიან აღმოჩენილი და ამ ფონზე, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდნენ, არ მგონია, არჩევანი ჰქონდეთ მაინცდამაინც სერიოზული, იმიტომ რომ საკუთარი თავი აღმოიჩინეს ისეთი დილემების წინაშე, სადაც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მაინც შეცდომა იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება