– ფსიქიატრიული მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც

უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც, ფსიქიატრიული მიმართულებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, სამინისტრო, ამ მიმართულებით, ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, სექტორის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს.
„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას. მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფაზე, შედეგიანობაზე. ამასთანავე, დაიწყება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი