მიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით

მიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით
სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს ეს ყველაფერი, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მ განაცხადა.
„მთავარი პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამოწვევებთან გამკლავება, ეს არის უცვლელი. არის ცალკეული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც იქნება გარკვეული ხედვების სხვაობა, მათ შორის იმ მიმართულებით, რაშიც შეიძლება ხედავდეს ახალი პრემიერი იმ ფონზე, როდესაც მხარდაჭერა მას ექნება; გაუმჯობესების შესაძლებლობას, მათ შორის იმ გამოცდილების გამოყენებას, რომელიც მას დაგროვილი აქვს საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში. რა თქმა უნდა ყველაფერი ეს იქნება ჩვენი ინტერესის საგანი განხილვების დროს. წინასწარ ცნობილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ახალ შემადგენლობას და პროგრამას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ