მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია გასწიოს, მის ბოლოდროინდელ აქტივობას ეს მიზანი აქვს

ზურაბიშვილი მოტივირებულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია გასწიოს, ეს მიზანი აქვს მის ბოლოდროინდელ აქტივობას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა.
მისივე თქმით, „იმდენად გაშიფრულია და ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ ეფექტი დაკარგული აქვს მის ყოველგვარ მონაწილეობას ოპოზიციურ ფლანგზე“.
დე-ფაქტო, რეალურად, თავისი შინაარსობრივი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ხანია აღარ არის პრეზიდენტი, რადგან ის თავის ფუნქციას ასრულებს სრულიად სხვა დანიშნულებით და აღარ გახლავთ იმ ფუნქციების განმახორციელებელი, რაც კონსტიტუციამ დააკისრა ამოცანის სახით საქართველოს პრეზიდენტს. ის უფრო მეტად მოტივირებულია პოლიტიკური აგიტაცია გასწიოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომელიც რადიკალური პარტიების სახით საქართველოს ოპოზიციაში გვხვდება. ამ მიზანს ისახავს, როგორც ჩანს, მისი ბოლოდროინდელი აქტივობა. ეს არის ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ გაცხადებული გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი. კერძოდ, ე.წ. ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეის მხარდაჭერას ემსახურებოდა მისი საპარლამენტო გამოსვლაც, მანამდე გაკეთებული არაერთი განცხადებაც“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ