მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით, არასერიოზულად გამოიყურება, ალბათ, ამას თვითონაც ხვდება

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით არასერიოზულად გამოიყურება, ალბათ, ამას თვითონაც ხვდება, – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი, იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
როგორც მან აღნიშნა, დებატების შეთავაზება შეცდომაა.
„ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ს მხრიდან, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა და ასე შემდეგ, მტკნარი ტყუილია.
ვფიქრობ, ინიციატივა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. ალბათ, ამას თვითონაც ხვდება. თუ გაუმეორებთ კითხვას, კვლავაც არის მზად თუ არა, რომ დებატები მოითხოვოს, შესაძლოა შეცვალოს გადაწყვეტილება. სერიოზულად აღსაქმელი არ უნდა იყოს ეს განცხადება. როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა უნდა იდგეს, გამოდის ინიციატივით, დებატებში დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ეს მისი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა იყო“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“. დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ “რას ერჩის” ქვეყანას.

ასევე დაგაინტერესებთ