მიხეილ სარჯველაძე – საბედნიეროდ დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ, რაც იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უამრავი რეფორმის აღიარება და გაწეული შრომის დაფასება

საქართველოს აღარანაირი წინაღობა აღარ გააჩნია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს სტატუსის მოპოვებაში, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება გარდაუვალია და უახლოეს საათებში, ალბათ, დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ვითარება უკვე ცხადია.
“მე მგონია, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით ვითარება აშკარა, ნათელი და ცხადია. ცხადია, რომ საქართველოს აღარანაირი წინაღობა აღარ გააჩნია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს სტატუსის მოპოვებაში, ეს გადაწყვეტილება ვფიქრობთ, რომ გარდაუვალია. ვფიქრობთ, უახლოეს საათებში, ალბათ, ჩვენ საბედნიეროდ დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ. ეს იქნება აღიარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უამრავი რეფორმის, გაწეული შრომის დაფასება. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის წარმატება, მათ შორის, იმავე პროევროპულად განწყობილი ხალხის არჩევანის მართებულობის კიდევ ერთი დადასტურება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ