– პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის

პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის – დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ, შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი საკუთარ მიწა – წყალზე დაბრუნებას შეძლებენ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, მ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ის თვლის, რომ სამედიცინო პერსონალი საქართველოს „უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოებაა“.
„უპირველესად მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ჩემს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია. ვთვლი, რომ [სამედიცინო პერსონალი] არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება, თუ იქნება ეს თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით შევძლებთ ვიყოთ წარმატებული გუნდი. დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ, შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა – წყალზე დაბრუნებას“,- განაცხადა მიხრილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჯანდაცვის მინისტრად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება