ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა, ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და დარგისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.
„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაა. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის ინტერესების გათვალისწინება.
შეხვედრაზე დარგის მეტად განვითარებისთვის აუცილებელი საკითხებიც განიხილეს. იმსჯელეს სამომავლოდ აქტუალური საკითხების ერთობლივად მოგვარებასა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?