მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არის დაკავებული

ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არის დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა წარმოდგენილი, რომელსაც ყველა გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია.
„მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა და ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად, ყველა გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ან მათ მიერ დასმულ კითხვებს, ალბათ, ჯობია, რომ მაინცდამაინც სერიოზულად არ გავცეთ პასუხი და ხუმრობით ვთქვათ, რომ მაინცდამაინც სერიოზულად, დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ისინი, უფრო მეტად სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არიან დაკავებული,” – განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება 6 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენას – სარჯველაძე ფიქრობს, რომ ტრიბუნას ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოიყენებს.
“მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ, უფრო მეტად ეს პლატფორმა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კვლავ გაამძაფროს მხარდაჭერა ოპოზიციისა, რომელიც შეინიშნება ბოლო პერიოდში მის საქმიანობაში. გამიხარდება, თუ აღმოჩნდება, რომ ვცდები,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ