მიხეილ სარჯველაძე – ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არაა – საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის.
როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, „რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“.
„საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხებოდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და ამას მხარს ვუჭერ – საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ – რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დამოკიდებულება არ მაინტერესებს

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”