მიხეილ სარჯველაძე – „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“ – ვშიშობ, ოპოზიციაში ბევრი ჩვენი კოლეგა ვერ დაიკვეხნის, რომ კარგი გამგონეა

„კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“, ვშიშობ, ოპოზიციაში ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ვერ დაიკვეხნის და ვერ ექნება პრეტენზია იმაზე, რომ კარგი გამგონეა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ქულების დაწერას ცდილობს.
„ახლა გელათის თემასთან დაკავშირებით არათუ ქულების წერის მცდელობები აქვთ, არამედ რაც ყველაზე თვალშისაცემია რაც არის, ინტერპრეტაციებითაც დაკავდნენ. ისე უნდათ საზოგადოებას შეასაღონ ფაქტები მანიპულაციებით, თითქოს ისრების გადატანა ხდება. აქ ამაზე ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ხმამაღალი განცხადებები აკეთა. მას ნამდვილად ვერ დავარქმევ, რომ კარგი გამგონეა, ან თუ ესმის და აყალბებს მოცემულობას, ინტრიგების დათესვას ცდილობს, ეს კიდევ უფრო უარესი. სამწუხაროდ, ასეთი სუნიც უდის ყველაფერ ამას, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიციიდან ბევრი ხელს ჰკიდებს ინტრიგანობის საქმეს, ძალიან ცუდ ხელობას და ამით გვამახსოვრებს თავს. ძალიან დასანანია ეს ყველაფერი და ცუდია. ვისაც საქმეში რეალური ინტერესი აქვს და არა პოლიტიკური ქულების წერის მცდელობა, რასაკვირველია, შეუძლია წავიდეს და ვისაც უშუალოდ ჩაბარებული აქვს მშენებლობის, რესტავრაციის და კონსერვაციის საქმე, მასთან დასვას კითხვები. არც არავის შეუზღუდავს ამის შესაძლებლობა და ამის კეთება შეგვიძლია. ყველას, ვისაც რეალურად აქვს საქმის კეთების ინტერესი, თუმცა, ყველა ქულების წერის მცდელობებით არის დაკავებული, თუმცა, წარუმატებელი და ხელმოცარული“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ