მიხეილ სარჯველაძე – კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა, რომ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, ბარიერის გადალახვის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს

კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა, რომ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, ბარიერის გადალახვის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით სერიოზული წინააღმდეგობები არსებობს და ეს არ არის მარტივი პროცესი.
„ერთი რამ კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა – ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ ბარიერის გადალახვის. პრაქტიკულად უკლებლივ ყველას, “ნაციონალური მოძრაობის” ჩათვლით, რომელსაც აქვს პრობლემა იმ გაცუდებული რეპუტაციის გამო, რომელიც, მათ შორს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში დაემართათ. იმავდროულად ეს მსხვრევის პროცესი, რომელიც თანმდევი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ამ პარტიას. რაც შეეხება გაერთიანებას – ამას აქვს სერიოზული წინააღმდეგობები და ეს არ არის მარტივი პროცესი.
როდესაც მიდგება საქმე კონკრეტული სიების შედგენაზე, რა თქმა უნდა, პრობლემურია. მეორე პრობლემური საკითხი, რაც არის ამ გაერთიანების ხელისშემშლელი, შეიძლება იყოს იდეოლოგიური პოზიციების საერთოდ არარსებობა. მთავარი – აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უზარმაზარი ნეგატიური ფაქტორია იყო “ნაცმოძრაობა”, ან იყო “ნაცმოძრაობის” ნამსხვრევი. არ არის მარტივი, იმიტომ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მოჰყვება იმას, რაც არის “ნაციონალობა” ან ყოფილი “ნაციონალობა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ