მიხეილ სარჯველაძე – იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ბოლო ხანებში მკვეთრად ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერა აირჩია, მისი ანგარიშის წარმოდგენის ფორმატი, ალბათ, გაჯერებული იქნება ოპოზიციის მხარდაჭერით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ს დღევანდელი ანგარიში ოპოზიციის მხარდაჭერით იქნება გაჯერებული.
სარჯველაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან იმ განცხადებებს გააკეთებს, რაც ოპოზიციისთვისაა მნიშვნელოვანი.
„წინასწარ განწყობა, რაც მაქვს, ალბათ, არაა ორიგინალური, რადგან ალბათ, ოპოზიციაშიც და სახელისუფლებო პარტიაში, საზოგადოებაშიც ასეთი განწყობაა – იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ბოლო ხანებში მკვეთრად ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერა აირჩია, უფრო მეტად, ამ ანგარიშის წარმოდგენის ფორმატი, ალბათ, უფრო მეტად გაჯერებული იქნება ოპოზიციის მხარდაჭერით, იმ განცხადებების კეთებით, რომელიც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია. გამიხარდება, თუ ვცდები და რეალურად ეს იქნება ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ და რომელიც არის განსაკუთრებული ინტერესის სფერო ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის წინსვლით”,- განაცხადა მ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

ასევე დაგაინტერესებთ