მიხეილ სარჯველაძე – თურქეთიდან საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად მოხდება თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის აღდგენა, ოჯახის გადაწყვეტილება აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი – რთულმა მდგომარეობამ გადაიარა და მადლობა ქართველ ექიმებს

თორნიკე რიჟვაძის რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული ქართველი ექიმების მიერ.ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაიმედებელია.
„თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ოჯახის თხოვნით იგი გადაყვანილი იქნა თურქეთში,საიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება მისი ჯანმრთელობის აღდგენა. ოჯახის ეს გადაწყვეტილება, აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი. მათ სრულფასოვნად აეხსნათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ,რასაც ბუნებრივია ანგარიში გავუწიეთ. რთულმა მდგომარეობამ გადაიარა და მადლობა ქართველ ექიმებს.
ასევე, საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციისა და სწორად წარმართული მკურნალობისთვის, მადლობა იქაურ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. ოპერაცია შესანიშნავად ჩატარდა და შემდგომ მისი გადმოყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული. მდგომარეობაც შესაბამისად დამაიმედებელი იყო. ამანაც შექმნა შესაძლებლობა, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო თურქეთში. ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირებაც პრობლემა იქნებოდა. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს“, – განაცხადა სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსმსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ