ვეტოზე – დიდი ინტერესით გავეცანი მოტივირებულ შენიშვნებს, მოლოდინი მქონდა, რომ ოპოზიციისადმი პოლიტიკური მხარდაჭერით იქნებოდა განპირობებული, მაგრამ უარყოფითად გაოცებული დავრჩი – თქვენ იქ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი სამართლებრივად სწორია

პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტი აბსოლუტურად გაუმართავია, ლოგიკურად არათანმიმდევრულია – იქ თქვენ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, სამართლებრივად სწორია და შემდეგ პრეზიდენტი საუბრობს არა იმაზე, თუ რატომ არ ეთანხმება ამ ინიციატივას, არამედ ახალ ინიციატივას აყალიბებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ პრეზიდენტის ვეტოზე განაცხადა, რომელიც “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებს დაადო.
როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში შინაარსობრივად დაადასტურა, რომ მიღებული ცვლილებები მართებული იყო.
“სრულიად გულწრფელად ვამბობ, რომ დიდი ინტერესით გავეცანი მოტივირებულ შენიშვნებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო კონტრარგუმენტი. პრინციპში, მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მეტად ოპოზიციისადმი პოლიტიკური მხარდაჭერით იქნებოდა განპირობებული და არ იქნებოდა სამართლებრივი არგუმენტაცია, მაგრამ მენდეთ, რომ ნამდვილად უარყოფითად გაოცებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე დოკუმენტი, რასაც ვეტო ჰქვია. იქ თქვენ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, სამართლებრივად სწორია, იმიტომ, რომ თვითონ ხვდება პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება მოადგილე იყოს პარტიული ნიშნით არჩეული, ამას ხვდება და შემდეგ საუბრობს არა იმაზე, თუ რატომ არ ეთანხმება ამ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული, არამედ ავითარებს მსჯელობას, რომ ადრე მიღებული ცვლილებების მიხედვით უნდა მოხდეს კონსტრუირება ცესკოსი, ან დაკომპლექტება და ა.შ. ახალ ინიციატივას აყალიბებს. აბსოლუტურად გაუმართავია, ლოგიკურად არათანმიმდევრული, ვეტო, რომლის განხილვაზეც ვსაუბრობთ,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება