მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია, რასაც ვიღებთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა.
ვერ ვიტყოდი, რომ აუცილებლობა იყო [თურქეთში გადაყვანა], ეს იყო უბრალოდ ოჯახის თხოვნა, მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ აქ გატარებული ღონისძიებების შედეგად, თუმცა, მათ მაინც ამჯობინეს, მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, რომ ანგარიში გავუწიეთ…
…ეს აუცილებლობით ნაკარნახები ნამდვილად არ ყოფილა, ისიც შემიძლია ვთქვა, რომ არ მგონია, ის თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან რაიმე გაუმჯობესებულ მკურნალობას ღებულობს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, [გადაიარა].
პირველ რიგში, საგარეჯოს კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ეს უნდა ვთქვათ და იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის, და შემდგომ, რა თქმა უნდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ეს კრიტიკული დღეები აბსოლუტურად უნაკლოდ და ზედმიწევნით სწორად იქნა მართული. შესაბამისად, ამან მოიტანა რეზულტატი და პრაქტიკულად, მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო აბსოლუტურად დამაიმედებელი, სხვათაშორის, ამან გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო, ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, იქნებოდა პრობლემა – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რუსთავი ორის ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ.